დაცული
ტერიტორიები
დაცული
ტერიტორია
|
მიზანი
|
ეროვნული პარკი
|
უნიკალური ბუნებრივი და ისტორიული ობიექტების დაცვა, საგანმანათლებლო
საქმიანობა და ტურიზმი.
|
ნაკრძალი
|
ბუნების მკაცრი დაცვა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა
სპეციალური ნებართვით.
|
აღკვეთილი
|
ბუნების დაცვა და შენარჩუნება აქტიური მართვის გზით.
|
ბუნების ძეგლი
|
მცირე ზომის განსაკუთრებული ტერიტორიის დაცვა; ბუნების თავისებურებების
შენარჩუნება.
|
დაცული ლანდშაფტი
|
ლანდშაფტის ანუ ზღვის აკვატორიის შენარჩუნება და ტურიზმის განვითარება.
|
მარავალმხრივი გამოყენების ტერიტორია
|
ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება.
|
საქათველოს დაცული ტერიტორიები
|
რაოდენობა
|
სახელმწიფო ნაკრძალი
|
14
|
ეროვნული პარკი
|
8
|
ბუნების ძეგლი
|
14
|
აღკვეთილი
|
12
|
დაცული ლანდშაფტი
|
2
|
კინტრიშის დაცული ტერიტორიები
კინტრიშის
დაცული
ტერიტორიების
მთიანი
რელიეფი
ღრმა
ხეობებითაა
დასერილი.
ნაკრძალის
წყლის
მთავარი
არტერია
– მდინარე
კინტრიში
სათავეს
ხინოს
მთიდან
იღებს
და
კურორტ
ქობულეთის
სიახლოვეს
შავ
ზღვაში
ჩაედინება.
მისი
საერთო
სიგრძე
45 კილომეტრია.
ნაკრძალის
დანარჩენი
მდინარეები
და
ღელეებია:
ხეკნარა,
პერანგა,
მამედაღი,
დიდღელე,
მისანათის
ღელე,
რომელზეც
30 მეტრიანი
თვალწარმტაცი
ჩანჩქერია,
ბოლქვაძეების
ღელე
და
ჩრდილა
- ორსაფეხურიანი
70 მეტრის
სიმაღლე
წყალვარდნილით
სწორედ
კინტრიშის
შენაკადებს
წარმოადგენს.
მაღლა
მთებში
2200 მეტრის
სიმაღლეზე
განლაგებულია
ორი
პატარა
ტბა
– თბიყელი
და
სიძერძალი,
რომელთა
ფართობი
1,5 ჰექტარს
არ
აღემატება.
აქედან
პირველი
ტბა
უშუალოდ
ნაკრძალის
ტერიტორიაზეა
განლაგებული,
მეორე
კი
– მის
საზღვრებს
გარეთ.
კინტრიშის
დაცული
ტერიტორიების
ფლორისთვის
აჭარული
ენდემების,
მდიდარი
მარადმწვანე
ქვეტყის,
გვიმრების
და
ლიანების
სიმრავლეა
დამახასიათებელი.
ნაკრძალის
დენდროფლორა
102 სახეობას
ითვლის.
აქ
46 სახეობის
ხის,
4 სახეობის
ბუჩქის
და
ლიანების
8 სახეობის
ნახვაა
შესაძლებელი.
აქაური
რელიქტებია:
პონტოური
მუხა,
მედვედევის
არყი,
უნგერნის
შქერი,
უთხოვარი,
კოლხური
ჯონჯოლი,
თაგვისარა,
კავკასიური
ხურმა,
ჩვეულებრივი
წაბლი.
7201 ჰექტარი
აქ
წიფლნარ
ტყეებს
უკავიათ,
2912 – წაბლნარებს,
რცხილნარები
496 ჰექტარზე
გვხვდება,
მუხნარი
– 389 ჰა,
სოჭნარ-ნაძვნარი
– 140 ჰა,
ცაცხვნარი
– 40 ჰა,
თხილნარი
– 33 ჰა,
მურყნარი
– 12 ჰა,
აბზინები
– 4 ჰა,
წყავის
რაყები
727 ჰა,
პონტოური
დეკის
– 712, კავკასიური
დეკის
– 172 ჰა,
შქერიანებს
- 1611 ჰექტარი
უჭირავს.
კინტრიშში
მრავალი
საინტერესო
მცენარე
იზრდება:
შქერი,
პონტოს
როდოდენდრონი,
კავკასიური
დეკა,
მოცვი,
წყავი,
იელი,
არყი
და
პონტოს
მუხა.
კინტრიშის
დაცული
ტერიტორიების
მდინარეები
და
ხევები
მდიდარია
კალმახით.
მდინარე
კინტრიშის
ქვემო
დინებაში
ხშირად
შეხვდებით
შამაიას და საზანს . ამბობენ, რომ ადრე კინტრიშს შავი ზღვიდან საქვირითოდ ხშირად სტუმრობდა ორაგული.
კინტრიშში
გვხვდება
სამი
სახის
ხვლიკი
და
გველის
რამდენიმე
სახეობა.
ამფიბიებიდან
ნაკრძალში
მცირეაზიური
ტრიტონი,
ჩვეულებრივი
გომბეშო,
ვასაკა,
მცირეაზიური
და
ტბის
ბაყაყები,
აგრეთვე,
ჩვეულებრივი
და
წყლის
ანკარები,
სპილენძა
გველი
და
კავკასიური
გველგესლა
გვხვდება.
ნაკრძალის
ორნითოფაუნა
საკმაოდ
მდიდარია
მტაცებელი
ფრინველებით.
აქ
აღრიცხულია
ჩია
არწივი,
კაკაჩა,
ქორი,
მიმინო,
მარჯანი,
ჩვეულებრივი
კირკიტა;
აგრეთვე,
ღამის
მტაცებლები:
ზარნაშო,
წყრომი
და
ჭოტი.
სხვა
ფრინველებიდან
კინტრიშში
ბუდობს
ოფოფი,
კოდალა,
ყორანი,
შაშვი,
მოლაღური
და
აგრეთვე
ისეთი
იშვიათი
ფრინველები,
როგორებიცაა:
კავკასიური
როჭო
და
კასპიური
შურთხი.
მცირე
ძუძუმწოვრებიდან
კინტრიშის
ხეობის
მკვიდრები
არიან:
თხუნელა,
სინდიოფალა,
კავკასიური
(სპარსული)
ციყვი,
კურდღელი,
მელა,
მაჩვი,
ტყის
კატა,
წავი.
ჩლიქოსნებიდან
ნაკრძალის
ტყეებში
ბინადრობს
შველი,
უფრო
მაღლა
კი
ალპური
და
სუბალპური
სარტყლების
საზღვარზე
არჩვი
და
გარეული
ღორი.
მტაცებლებიდან
ნაკრძალში
მურა
დათვი
ბინადრობს,
რომლის
პოპულაცია
საკმაოდ
სტაბილურია.
Aაქ საქართველოს
„წითელი
ნუსხის“
შემდეგი
სახეობებია
გავრცელებული:
კალმახით,
კავკასიური
სალამანდრა,
მურა
დათვი
, წავი,
კავკასიური
როჭო
, კასპიური
შურთხი,
ბეგობის
არწივი,
შავარდენი,
მცირეაზიური
ტრიტონი
.
კინტრიშის
დაცულ
ტერიტორიებს
საკმაოდ
კარგი
ტურისტული
პოტენციალი
გააჩნია.
ის
სულ
რაღაც
ოციოდე
კილომეტრზეა
განლაგებული
კურორტ
ქობულეთიდან,
სადაც
მრავალრიცხოვანი
სასტუმროები,
რესტორნები
და
ოჯახური
სასტუმროები
არსებობს.
დაცულ
ტერიტორიებზე
შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე
დაკვირვების ტურების მოწყობა. დაცულ ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში გაიხსნება ტურისტული
მარშრუტები.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი 1995 წელს შეიქმნა, ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა. ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. 2007 წელს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის – PAN Pარკ-ის წევრი გახდა, რაც დაცული ტერიტორიის უმაღლეს დონეზე დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების გარანტია.
გეოლოგიურად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას ეკუთვნის და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ცენტრალურ ქვეზონას მოიცავს. რაიონი ძირითადად აგებულია ეგრეთ წოდებული ბორჯომის ფლიშით - ქვედა ეოცენური ნალექებით: მერგელოვანი თიხები, მერგე ლები, კირქვიანი ქვიშაქვები და მერგელოვანი კირქვები; მის აგებულებაში მონაწილეობას იღებს, აგრეთვე, ოლიგოცენნეოგენური ასაკის დანალექი და ვულკანურ დანალექი ფორმაციები. ეროვნული პარკში გაერთიანდა ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს რამდენიმე ისტორიული კუთხის განაპირა ნაწილებია. პარკი მდებარეობს თორის, იმერეთის და სამცხის ტერიტორიაზე. საერთო ფართობი დაახლოებით 61235 ჰა-ია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ტყეები წარმოდგენილია მუქწიწვოვანი, ფოთლოვანი და შერეული ტყეებით. შერეულ ფოთლოვან ტყეებს უმთავრესად წაბლი, წიფელი, რცხილა, კავკასიური ცაცხვი, კოლხური მუხა, დეკა და იფანი ქმნიან. სიმაღლის ცვლილებასთან ერთად ერთი ფოთლოვანი ტყე მეორეთი იცვლებაა: წიფლნარებს ზოგან ენაცვლება შერეული ფოთლოვანი ტყეები კოლხური ტიპის ქვეტყით, ხოლო შემდგომ რცხილნარები, წიფლნარ-წაბლნარები, ნაძვნარები, სოჭნარები. ბორჯომის ხეობაში გავრცელებულია წიწვოვანი ტყეები - ნაძვნარი, ფიჭვნარი, ფიჭვნარ-ნაძვნარი, სოჭნარი და ნაძვნარ-სოჭნარი. ტყის სარტყლის ზედა ზონებში გაბატონებულია მუქწიწვოვანი ტყეები – ნაძვნარები და სოჭნარები, რომელიც აღმოსავლური ნაძვით, კავკასიური სოჭით და ფიჭვითაა შექმნილი. სუბალპურ სარტყელში გავრცელებულია სუბალპური ტყეები და ბუჩქნარები, სუბალპური მაღალ ბალახეულობა და მდელოები. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ისეთი იშვიათი, ენდემური და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობები, როგორებიცაა: წაბლი, კოლხური მუხა, უთხოვარი, სტევენისა და ვინოგრადოვის ზამბახი. მრავალფეროვანია ბორჯომ-ხარაგაულის ფაუნა. ეროვნული პარკის მშვენება მისი ძუძუმწოვარა მაცხოვრებლები არიან. მსხვილი მტაცებლებიდან ნაკრძალში გვხვდება მგელი, ფოცხვერი და დათვი. ჩლიქოსნებიდან პარკის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად შველსა და გარეულ ღორს ნახავთ. ბორჯომის ხეობა ყოველთვის განთქმული იყო კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციით. ირმის რაოდენობამ ამჟამად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 140-მდე მიაღწია. აქაურ კლდეებზე ოდითგანვე სახლობდნენ ნიამორები, თუმცა ამჟამად აქ მხოლოდ რეინტროდუცირებული ნიამორები ბინადრობენ, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასა და ბუნებისდაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით მეზობელი სომხეთიდან იქნა შემოყვანილი. Aაქ გავრცელებული მსხვილი ძუძუმწოვრების უმრავლესობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შესული. წვრილი ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ რამდენიმე სახეობის თაგვი, ძილგუდა, სინდიოფალა, ტყის კვერნა, კლდის კვერნა, კავკასიური ციყვები. ფაქტიურად ყველგან გვხვდება მელა და კურდღელი. ქვეწარმავლებიდან ეროვნულ პარკში ხვლიკის და გველის რამდენიმე სახეობა გვხვდება. მათგან აღსანიშნავია, კავკასიური ჯოჯო და ხმელთაშუაზღვის კუ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მკვიდრი ფრინველებიდან აღსანიშნავია ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა მთის არწივი, ორბი , სვავი და კავკასიური როჭო . დღევანდელი ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მომიჯნავე ტერიტორიებზე საოცრად განსხვავებულ ყოფას და ტრადიციებს ვხვდებით, რაც საინტერესო ეთნოგრაფიულ მრავალფეროვნებაშია გამოხატული, რაც ეროვნული პარკის დამთვალიერებლებზე დამატებით შთაბეჭდილებას ახდენს. ეროვნული პარკის შემოგარენი ძალზე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სიძველის და ისტორიის მოყვარულთათვის უდავოდ საინტერესოა გარემომცველ პეიზაჟში ლამაზად ჩასმული ისეთი ძეგლების მონახულება, როგორებიცაა: ტიმოთესუბნის მეცამეტე საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი, ნეძვის ეკლესია (მე-9 საუკუნე), ნუნისის ეკლესია (მე-9 საუკუნე), საკვირიკეს ბაზილიკა სოფელ დვირთან (მე-10 საუკუნე), ჩითახევის მწვანე მონასტერი (მე-9 საუკუნე), გოგიას ციხე და პეტრას ციხე დაბა ლიკანთან (მე-9 საუკუნე), ვახანის და ოქროს ციხეები ადიგენის რაიონში. ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო ძველი არქეოლოგიური ძეგლებიც არსებობს, მაგალითად: ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ნამოსახლარი სოფელ ბოგასთან, ბრინჯაოს ხანის სამარხები და ანტიკური ხანის კულტურული ფენები. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია. მის სხვადასხვა უბნებზე მარელისში (იმერეთის უბანი), აწყურში (სამცხის მხარე), ლიკანსა და ქვაბისხევში (ბორჯომის მხარე) დამთვალიერებლებს პარკში მდებარე კომფორტული თავშესაფრები უმასპინძლებს. გარდა ამისა, ქალაქ ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში არსებობს მრავალი დიდი და პატარა კომფორტული სასტუმრო. რას გთავაზობთ პარკი: 1. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – “ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე; მარშრუტის სიგრძე – 39-41 კმ; ღამისთევა – ტურისტულ თავშესაფრებში: ”ლომის მთა” და “სახვლარი”; მარშრუტი კვეთს ეროვნულ პარკს ლიკანიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი). 2. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – “წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 4 დღე; მარშრუტის სიგრძე – 49-51კმ; ღამისთევა – ამარათის, სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში ან კარვებში. მოგზაურობა ხორციელდება აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით); მარშრუტი კვეთს ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს – მთა სამეცხვარიოს (2642მ); 3. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – “პანორამების ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 2 დღე; მარშრუტის სიგრძე – 34კმ; ღამისთევა – ამარათის ტურისტულ თავშესაფარში. ეს არის რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით. 4. სალაშქრო მარშრუტი “ხელუხლებელი ტყის ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – დღენახევარი; მარშრუტის სიგრძე – 12-13 კმ; ღამისთევა –ნუნისის მცველთა საგუშაგოში ან კარვებში. ეს არის უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნულ პარკს კვეთს. განსაკუთრებით სასიამოვნოა მოგზაურობა გაზაფხულზე დეკის ყვავილობის დაწყებისას (მაისი). 5. სალაშქრო მარშრუტი – “ზეკარის უღელტეხილის ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – დღენახევარი; მარშრუტის სიგრძე – 9-10 კმ; ღამისთევა – დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში. მარშრუტი გრძელდება აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი). ეროვნული პარკის გადაკვეთა შესაძლებელია მთის ველოსიპედით ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე. 6. სალაშქრო მარშრუტი – “ნაკვალევის ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე; მარშრუტის სიგრძე – 12-13კმ; ეს არის ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკანიდან ქვაბისხევამდე (ბორჯომის რაიონი). 7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი: მარშრუტის ხანგრძლივობა – 1,5 სთ; მარშრუტის სიგრძე – 3კმ; ბილიკის გავლისას თქვენ შეხვდებით 9 საინფორმაციო სტენდს და ხის ინსტალაციებს სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო საკითხებზე. 8. საცხენოსნო მარშრუტი – “მეღრუკის ხეობა”: მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე; მარშრუტის სიგრძე – 5,5კმ; ეს არის წრიული ბილიკი დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით. 9. სალაშქრო-საცხენოსნო ბილიკი – “მწყემსების ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე; მარშრუტის სიგრძე – 14 კმ; ბილიკი მიუყვება შავ სერს და აკავშირებს ამარათისა და ლომის მთის ტურისტული თავსესაფრებს. ტურისტული თავშესაფრები არის 12 ადგილიანი |
No comments:
Post a Comment