ბეთანიის მონასტერი
ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია
ქვეყანა : საქართველო
პროვინცია : თბილისი
რაიონი : დიდგორის
რაიონი
ადგილმდებარეობა : ნასოფლარი კვესეთი
სასულიერო სტატუსი : მამათა მონასტერი
ფუნქციური სტატუსი : მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა : მცხეთა-თბილისის ეპარქია
ხუროთმოძღვრული ტიპი : ჯვარ-გუმბათოვანი
ტაძარი
თარიღდება : XII-XIII საუკუნეები
1.
ტაძრის გეგმა
2.
ისტორია
3.
არქიტექტურა
1) ტაძრის გეგმა
ბეთანია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე.
მონასტერი
მდებარეობს
ნასოფლარ
კვესეთთან,
თბილისის
დასავლეთ
ნაწილში,
დიდგორის
რაიონში,
მდინარე
ვერეს
ხეობაში,
მის
მარჯვენა
მხარეს.
2)
ისტორია [რედაქტირება]
მონასტერი ორი
ეკლესიისგან შედგება.
წმინდა გიორგის
სახელობის მცირე
ბაზილიკა 1196 წელსაა
აშენებული. მთავარი
ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და
XII-XIII საუკუნეებშია აშენებული.
წმინდა გიორგის
ეკლესია
ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი
ფეოდალების - ორბელიანების - საგვარეულო საძვალეს.
ტაძრის ხელახლა
აღმოჩენა გრიგოლ
ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის
მონასტერი, რომელიც
საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო.
XIX საუკუნის ბოლოს
ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.
ბეთანიის ეკლესია
რესტავრაციამდე. XIX საუკუნე
XX
საუკუნეში ბეთანიის
მონასტერში მოღვაწეობდნენ
ცნობილი
ქართველი
ბერები
მამა
გიორგი
(მხეიძე)
და
მამა
იოანე
(მაისურაძე),
რომლებიც
საქართველოს
მართლმადიდებლურმა
ეკლესიამ
წმინდანებად
შერაცხა.
3) არქიტექტურა [რედაქტირება]
მონასტრის მთავარი ტაძარი გეგმით სწორკუთხედია. გუმბათი ოდნავაა
გადანაცვლებული
აღმოსავლეთისაკენ
და
მნიშვნელოვნადაა
ზემოთ
აზიდული.
სამხრეთი
შესასვლელის
წინ
ვარსკვლავისებრი
კამარით
გადახურული
კარიბჭეა.
ტაძარი
გარედან
მოპირკეთებულია
თლილი
ქვით,
ხოლო
კედლებისა
და
გუმბათის
ყელის
აგურის
წყობა
გვიანდელი
რესტავრაციის
დროინდელია.
აღმოსავლეთ
ფასადზე
შემორჩენილი
ტრადიციული
ნიშები
მოჩუქურთმებული
თავსართით
უკავშირდება
შუა
სარკმელს.
ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის
- XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მხატვრობა გამოირჩევა
შესწულების
მაღალი
ოსტატობით.
საკურთხევლის
კონქში
მოთავსებული
იყო
"ვედრების"
კომპოზიცია
(შემორჩენილია
მხოლოდ
ტახტზე
მჯდომი
ქრისტეს
ფიგურის
ფრაგმენტები).
საკურთხევლის
აფსიდის
კედლებზე
გამოსახული
არიან
წინაწარმეტყველები,
რომელთაც
ხელში
ქართულწარწერებიანი
გრაგნილები
უჭირავთ.
გუმბათის
მოხატულობა
ერთიანად
შელესილია.
ჩრდილოეთი
კედელი
ეთმობა
მაცხოვრის
ვნებათა
ციკლს,
ხოლო
სამხრეთი
კედელი
- ძველი
აღთქმის
სცენებს.
ფრაგმენტების
მიხედვით
დასავლეთი
კედელი
ეკავა
განკითხვის
დღის
კომპოზიციას.რელიგიური
შინაარსის
სცენების
გვერდით
მნიშვნელოვანი
ადგილი
უჭირავს
ისტორიულ
პირთა
- გიორგი
III-ის,
თამარ
მეფისა
და
ლაშა-გიორგის
პორტრეტებს.
მოხატულობა
შესრულებულია
თამარის
სიცოცხლეში,
გიორგი
ლაშას
თანამოსაყდრედ
გამოცხადების
ხანაში,
დაახლოებით
1207 წელს.
ბეთანიის
ეკლესიაში
არსებული
თამარ
მეფის
ფრესკა
ერთ-ერთია
საქართველოში
არსებული
მისი
ოთხი
ფრესკიდან.
No comments:
Post a Comment