Saturday, December 5, 2015

მსოფლიო ჭირი - ნარკომანია

21-ე საუკუნეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას, ნარკომანიაა. ეს სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს ”ძილს”, ”გაშტერებას”. ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მოხსენებაში აღნიშნულია: ”ნარკოტიკის მოხმარების რიცხვმა გასულ წელს საგრძნობლად იმატა და 172-დან 250 მილიონამდე ავიდა.”
საქართველო, ამ მხრივ, არ არის გამონაკლისი ქვეყანა. 2012 წლის კვლევების წინასწარი მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ნარკომანების რაოდენობა შეადგენს 45000-სს. საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება ექიმის დანისჰნულების გარაშე წარმოადგენს დასჯად ქმედებას, რომელიც, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება.
წამალდამოკიდებულება არის ქრონიკული დაავადება, რომელიც მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ფსიქიკურ აშლილობასთან, შიდსსასა და ვირუსულ ეპიდემიებთან. ნარკომანია მოლოდ დაავადება როდია. იგი ცხოვრების წესია, გზაა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს.
ვინ არიან ქართველი ნარკობარონები? - სულგაყიდული, გონებადაბნელებულები, ეროვნული შთაგონებისაგან დაცლილი ადამიანები, რომლებიც ერის სიკვდილის ფასად ცდილობენ მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებას.
რას აკეთებს დღეს საქართველოს ხელისუფლება? როგორ გამოხატავს ერი პრობლეის მოგვარებისთვის მზაობას? რა გადაცემებია ამ მიმართულებით ქართულ ტელე-სივრცეში?
სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა პრევენცია - "წინასწარი ზომების მიღება რაიმეს თავიდან ასაცილებლად". ამ შემთხვევაში სამიზნე ჯგუფი ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდობაა, რომლებიც არ მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ამიტომ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამები და მასობრივ ინფორმაინფორმაციულ საშუალებებზე მუშაობა.
ნარკოტიკების მოხმარების დაწყების შანსი მცირდება, როდესაც მოზარდებს აქვტ სრული ინფორმაცია მაათი მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური ზიანის შესახებ, როცა ვზრუნავთ მათი თვითშეგნების ამაღლებაზე, როცა ვასწავლით ნარკოტიკების გააზრებულ უარყოფას. ასევე მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ეკლესიას მოზარდი ახალგახრდობის დამოძღვრაში. სწორად წამართული სულიერი ცხოვრება გამარჯვებაა გონების "გაშტერებაზე"!!!

No comments:

Post a Comment