რა საფრთხე ემუქრება ბავშვთა უფლებებს საქართველოში?
ამ კითხვაზე პასუხი ერთი შეხედვით არ არსებობს. მაშ რითი აიხსნება ბავშვებზე ფიზიკური
ძალადობის ფაქტები? 1989 წელს გაერომ მიიღო ბავშვთა უფლებების კონვენცია, საქართველო
კი ამ კონვენციას მხოლოდ 1994 წელს შეუერთდა. თუმცა, დღემდე ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს
კანონი ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ, რაც აუცილებელია ყველა ერისთვის. ამის და
მიუხედავად გარკვეული პროგრესი ნამდვილად შეინიშნება, თუმცა ყოველდღე სახალხო დამცველის
აპარატს ათეულობით მოქალაქე მიმართავს. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია მშობლის ფიზიკური
ძალადობა შვილებზე, რადგან ძალადობის მსხვერპლი ამ შემთხვევაში უტყვია მშობლისადმი
სიყვარულის ან შიშის გამო. მშობლებო! ნუ ისარგებლებთ საჭიროა ნებისმიერი პრობლემის
ცივილიზებულად მოგვარება.
ძალადობის ფაქტები ასევე ხშირია არამარტო ოჯახებში,
არამედ ხალხის თავშეყრის ადგილებშიც. მაგალითად: სოციალურად დაუცველი ბავშვი ითხოვს
მოწყალებას, ხოლო რომელიმე ნერვიული მოქალაქე ბავშვს ხელით ეხება და ფიზიკურ ზიანს
აყენებს. ამდაგვარი ბავშვების დაცვა გაცილებით რთულია, რადგან ისინი დარეგისტრილებულნიც
კი არ არიან. თუმცა ქუჩებში ძალადობის ფაქტები არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ ბავშვებს
ეხებათ, არამედ ჩვენ სრულუფლებიან თანატოლებსაც, როდესაც შვილი მშობელს არ უჯერებს,
ხოლო მშობელი მას მილიონობით ადამიანის თანდასწრებით ხელით ეხება, რაც ბავშვს არა მარტო ფიზიკურ არამედ
მორალურ ზიანსაც აყენებს, რადგან ის ამ დროს თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და კომპლექსდება.
ეს ხარვეზი ისევე როგორც ოჯახში და ქუჩებში ასევე სკოლაშიც
აღმოსაფხვრელია. დაფიქსირებულია ბევრი ფაქტი, რომლის დროსაც რაიმე მიზეზით, შესაძლებელია
პირადულითაც გაღიზიანებული მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურ ზიანს აყენებს.
როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება? ნუთუ შესაძლებელია
ქვეყანა, რომელსაც ასეთი დიადი ისტორია აქვს, მომავალში კი პრეტენზიები, ამ პრობლემის
წინაშე იდგეს და ამის კეთების არც კი რცხვენოდეს? ეს ხომ ჩვენი, დიადი ქართველი ერის
უგუნურების ბრალია და ამავე დროს დიდი დანაშაულიცაა. თუ ქვეყანაში არსებობს ბავშვთა
უფლებების დაცვის კონვენცია, რატომ ირღვევა ჩვენი უფლებები, მაშინ როცა XXI საუკუნეში ბავშვის
მოთხოვნები უფრო და უფრო იზრდება?! მხოლოდ უგუნური მშობელი, მასწავლებელი ან ჩვეულებრივი
მოქალაქე თუ მიაყენებს ბავშვს ფიზიკურ ან მორალურ ზიანს. ამიტომ სასწრაფოდ, ნებისმიერი
გზით უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა ქართულ საზოგადოებაში.
ჩვენო
თანატოლებო!!! ჩვენ
უნდა დავდგეთ ერთად რათა აღმოვფხვრათ ეს პრობლემა საქართველოში, რათა აღარ დაიტანჯონ
ბავშვები ჩვენს ქვეყანაში!
No comments:
Post a Comment